ისრაელმა სირიის პორტ ტარტუში, რუსეთის სამხედრო ბაზასთან ახლოს ავიაიერიში განახორციელა. Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სამიზნეს სირიის ტერიტორიაზე არსებული ირანული სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა.
ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლების განცხადებით, რამდენიმე სარაკეტო დარტყმა ირანის რადარის მომსახურე სადგურსა და ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების მომსახურე საგუშაგოზე განხორციელდა.
სირიის შეირაღებული ძალების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმებს სულ მცირე 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 3 კი დაიჭრა.