პოლიტიკა

რუსებმა ხარკოვის ხუთი რაიონი დაბომბეს

ხარკოვში წუხელ განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სხვადასხვა წყაროს ცნობით, ქალაქში შვიდ-რვა აფეთქების ხმა გაისმა.

მოგვიანებით, ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსებმა ქალაქის ცხრა რაიონიდან ხუთს დაარტყეს.

“ხარკოვის რამდენიმე რაიონი ერთდროულად დაიბომბა – ცხრა რაიონიდან ხუთი. დიდი ხანია ქალაქზე ასეთი რადიუსის სარაკეტო დარტყმა არ მომხდარა“,- აცხადებს მერი.

მისივე თქმით, დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია