პოლიტიკა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას შესთავაზებს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლვოვში ვიზიტისას უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ორგანიზებას შესთავაზებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია A Haber-ი დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამასთან, CNN Turk-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეიძლება უკრაინის საკითხზე „საგზაო რუკის“ განსასაზღვრად შეხვედრა გამართონ.

შეგახსენებთ, დღეს ლვოვში გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია