პოლიტიკა

წინარეხი-ქვათახევის 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წინარეხი-ქვათახევის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მალე დაასრულებს. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და სოფელ წინარეხიდან ქვათახევის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის. გზა გრუნტიანი იყო და მასზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. მისი  გამართული ფუნქციონირება მოსახლეობისთვის  და სამონასტრო კომპლექსის სტუმრებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობას. ასევე, მდინარე კავთურაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას. მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებებიც, ავტოსადგომი, საგზაო ნიშნები და მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3.6 მილიონ ლარამდეა.

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია