”ორი ფერის კომბინაციას, რომელიც ძალიან გვიყვარს და ვუფრთხილდებით, არასდროს გავცვლით სხვაზე. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უცხო ფერებს ჩვენს მიწასა და ცაზე და ყოველთვის მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი ლურჯ-ყვითელი ფერის დროშა…
უკრაინის ლურჯ-ყვითელი დროშა კვლავ იფრიალებს იქ, სადაც უნდა იყოს – უკრაინის დროებით ოკუპირებულ ყველა ქალაქსა და სოფელში. მელიტოპოლში, პერემოჰის მოედნის თავზე, სადაც შეუძლებელია იყოს ომში დამარცხებულთა დროშა. ხერსონში, თავისუფლების მოედნის თავზე, სადაც არ შეიძლება, ფრიალებდეს მათი დროშა, ვინც არ იცის, რა არის თავისუფლება. იქ იფრიალებს ლურჯ-ყვითელი დროშა.” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.