პოლიტიკა

ცაგარეიშვილი – ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ დამშვიდდნენ ჩვენი ოპონენტები, ჩრდილს შეაფარონ თავი, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით, თუ შეუძლიათ

ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ დამშვიდდნენ ჩვენი ოპონენტები, ჩრდილს შეაფარონ თავი, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით, თუ შეუძლიათ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გია ცაგარეიშვილმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, საქართველოს “ცხელი შემოდგომა” მრავალჯერ აქვს გადატანილი.

„გარეთ ისედაც დგას ცხელი შემოდგომა – ტყეს ცეცხლი უკიდია. რაც შეეხება სხვა სახის „ცხელ შემოდგომას”, ტემპერატურა საკმაოდ მაღალია, ამიტომ დამშვიდდნენ ჩვენი ოპონენტები, ჩრდილს შეაფარონ თავი, გამაგრილებელი სასმელები მიირთვან და დატკბნენ ცხოვრებით, თუ შეუძლიათ, თუ არადა 40-გრადუსიან სიცხეში გამობრძანდნენ რუსთაველზე და გააპროტესტონ. ესეც მათი უფლებაა. ამგვარი “ცხელი შემოდგომა” და უარესიც, ამ ქვეყანას მრავალჯერ აქვს გადატანილი. არ მინდა ჩემს ქვეყანას ეს ვუსურვო. მშვიდობა მინდა ვუსურვო ყველას, მათ შორის ჩემს ოპონენტებსაც”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია