პოლიტიკა

უკრაინაში, რკინიგზის სადგურის დაბომბვას 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულთა შორის ბავშვიცაა

აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ჩაპლინეს რკინიგზის სადგურზე რუსეთის სარაკეტო იერიშს 22 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 11 წლის ბიჭიცაა, – ინფორმაციას BBC ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ასე ემზადებოდა რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომისთვის. ოთხი სამგზავრო ვაგონი იწვის… დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

თავდასხმის შედეგად, 50 ადამიანია დაშავებული. მოსკოვს მომხდარზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა, – ინფორმაციას CNN-ს თეთრი სახლისოფიციალურ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია