ფორმულა 1-ს ახალი საჯინიბო ეყოლება – „აუდის“ გუნდი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ავტორბოლას 2026 წლის სეზონიდან შეუერთდება.
მარკუს დუისმანი (აუდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) –„ავტოსპორტი ჩვენი დნმ-ის ნაწილია, ფორმულა 1 კი ჩვენი ბრენდისთვის გლობალური ასპერეზი იქნება, აგრეთვე ლაბორატორიაც, სადაც ურთულესი ტექნოლოგიები შემუშავდება.
ფორმულა 1-ის მაღალი ეფექტურობა და დიდი კონკურენცია ყოველთვის ხდება პროგრესის მამოძრავებელი ძალა, რაც ახალი ტექნოლოგიების დანარგვასა და უწყვეტ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“.