ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსული თვითმფრინავები ბირთვული იარაღის გადატანისთვის მზადაა. როგორც ლუკაშენკომ თქვა, თვითმფრინავების განახლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტთან ის ივნისის ბოლოს შეთანხმდა.
“ჩვენ პუტინთან ერთად ოდესღაც პიტერში განვაცხადეთ, რომ Su-24-ის ბელარუსულ თვითმფრინავებს განვაახლებთ იმისათვის, რომ მათ ბირთვული იარაღის გადატანა შეძლონ. რა გგონიათ, უბრალოდ ვყბედობდით? ყველაფერი მზადაა!” – თქვა ლუკაშენკომ.
გამოცემა RBK აზუსტებს, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან Su-24 ჯერ კიდევ 2012-ში გაიყვანეს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, რომ ბელარუსის სახელისუფლებო გამოცემა ბელტამ ლუკაშენკოს ციტატიდან Su-24-ის ხსენება ამოიღეს.