პოლიტიკა

ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია და ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება

ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში ვითარება სტაბილურია – ცეცხლის ღია კერები არ შეინიშნება. სამუშაოები სამ სექტორადაა დაყოფილი და ისინი ყველგან დასკვნით ეტაპზეა.

ღია და რთული კერები აღარ არსებობს და მხოლოდ მცირე და მხრჩოლავი კერებია დარჩენილი. ამ დროისთვის, მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა, გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

ასევე ნახეთ

ლევან ხაბეიშვილი – ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს

“ქართველს ინდოელი და პაკისტანელი ართმევს სამსახურს” – წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია