პოლიტიკა

რა ხდება უკრაინაში ომის 189-ე დღეს

ომის 189-ე დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ხარკოვზე. ერთი ჭურვი ხარკოველებისთვის ყველაზე პოპულარულ, სარჟინ იარის ტყე-პარკში ჩავარდა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

უკრაინული ძალები კი დროებით ოკუპირებულ ხერსონში კონტრშეტევაზე არიან გადასული. ოფიციალური კიევი ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა ადგილობრივი წყაროები ხერსონში მომხდარი აფეთქების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

ბოლო ცნობებით, უკრაინელებმა მდინარე დნეპრზე ანტონოვკის ხიდი კიდევ ერთხელ დაბომბეს. ავიადარტყმები სავარაუდოდ „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემით განხორციელდა.

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია