პოლიტიკა

რუს ოლიგარქს იტალიაში 11 ვილა დაუყადაღეს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს, ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა დაუყადაღა, მათ შორისაა ასევე ვილა, რომელიც ოლიგარქმა იტალიის ყოფილი პრემიერისგან, სილვიო ბერლუსკონის ოჯახისგან იყიდა.

აპრილში, ევროსაბჭომ ვიაჩესლავ კანტორს პირადი სანქციები დაუწესა და მისი აქტივების კონფისკაცია მოითხოვა, მაგრამ აღნიშნული პროცესი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდა.

მედიის ცნობით, რუსი ოლიგარქის ვილები სარდინიის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, პორტო როტონდოში მდებარეობს. ერთ-ერთი ვილა კი ბერლუსკონის საზაფხულო რეზიდენციას ესაზღვრება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია