პოლიტიკა

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე ნახეთ

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ბიზნესმენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია