პოლიტიკა

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერი მასების გავრცელება, რის გამოც დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, თუმცა 8 სექტემბრიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს.

„დღეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. დღის ბოლოს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც გაწვიმდება, მათ შორის – კახეთში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-27 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. აღმოსავლეთ საქართველოში 25-30 გრადუსი. თბილისში, დღის ბოლოს, შესაძლებელია გაწვიმდეს. თბილისში 33 გრადუსია ნავარაუდევი“, – აცხადებს სინოპტიკოსი თამარ გულედანი.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია