პოლიტიკა

პარლამენტმა მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებული პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პრეზიდენტის ვეტო 79 ხმით დაძლია.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა წარადგინა. მთავარ არგუმენტად, ადამიანის უფლებების დაცვა დასახელდა. საფუძვლად კი, ვენეციის კომისიის დასკვნა. სხდომაზე 

თავდაპირველად პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რომელსაც მხარი მხოლოდ 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 68 დეპუტატი წავიდა. ამის შემდეგ, კენჭისყრაზე დადგა პარლამენტის მიერ 7 ივლისს მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი, რომელსაც მხარი 79 – მა დეპუტატმა დაუჭირა, 27 წინააღმდეგ წავიდა. მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ კანონის ჩაგდებით ძალოვანი უწყებების ეფექტიანი მუშაობის შესაძლებლობა შეიზღუდებოდა.

ასევე ნახეთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია