პოლიტიკა

ხარკივის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა

ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ხარკვის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა.

სინეგუბოვის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ნემიშლიანსკისა და ქალაქის ინდუსტრიულ უბნებს დაარტყეს. ამასთან, ის ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

“სამწუხაროდ, ინდუსტრიული უბნის დაბომბვის შედეგად არის მსხვერპლი. ექიმების წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა,” – თქვა ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია