პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე USAID-ის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ „სამწუხაროა, რომ ასეთი აბსურდული ფრაზები USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტში ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას და აკრიტიკებენ მოქმედს.

„რეალურად ხოტბას ასხამენ წინა ხელისუფლებას, რომელსაც ჰქონდა ჩამოყალიბებული დეგრადირებული, რეპრესიული რეჟიმი და აკრიტიკებენ მოქმედ ხელისუფლებას. ყველაფერი დღესავით ნათელია – როდესაც ეყრდნობი გიგაურის NGO-ს (ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი NGO-ა, მაგრამ ვიცით მისი რეპუტაცია), ბუნებრივია, ასეთი ფრაზები გაგეპარება…

აბსურდული ჩანაწერებია, როცა წინა ხელისუფლებას ასხამ ხოტბას და მოქმედ ხელისუფლებას აკრიტიკებ, დღესავით ნათელია ყველაფერი, „თავისუფლების ინსტიტუტი“ ცალკე გამოყოფილია როგორც თურმე, ფენომენი დემოკრატიაში. ეს არის ბოკერიას, რამიშვილის და მათი ორგანიზაცია, იქ ყველაფერი დღესავით ნათელია და რამე კომენტარი ამას არ ჭირდება. უბრალოდ, სამწუხარო ის არის, რომ USAID-ის ეგიდის ქვეშ იწერება ასეთი აბსურდული ფრაზები“, – განაცხადა კობახიძემ. 

ასევე ნახეთ

სალომე ზურაბიშვილი – მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა

საქართველოს პრეზიდენტი მიმატმრთავს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა. ”მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია