პოლიტიკა

The Crown-ის გადაღებები ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების გამო შეჩერდა

ელიზაბეთ II-ის გარდაცვალების შემდეგ The Crown-ის სცენარისტმა, პიტერ მორგანმა განაცხადა, რომ “დედოფლისთვის პატივის მისაგებად” სერიალის მე-6 სეზონის გადაღებები განუსაზღვრელი დროით შეჩერდა.

“The Crown დედოფლისადმი სასიყვარულო წერილია. ამ მომენტში კი არაფერი მაქვს დასამატებელი დუმილისა და პატივისცემის გარდა. ასე რომ, დედოფლისთვის პატივის მისაგებად გადაღებებს ვწყვეტთ”, — განაცხადა მორგანმა. შოუს შემქმნელებმა დიდი ხნის წინ შეიმუშავეს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ დედოფალი გადაღებების დროს გარდაიცვლებოდა, თუმცა მორგანმა ამის შესახებ დამატებითი კომენტარი არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ The Crown ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, ძირითადად კი სწორედ დედოფლის ირგვლივ განვითარებულ პირად და პოლიტიკურ დეტალებს ასახავს. მთავარ როლს თავდაპირველად კლერ ფოი ასრულებდა, მესამე სეზონში კი ის ოსკაროსანმა მსახიობმა, ოლივია კოლმანმა ჩაანაცვლა. ბოლო სეზონებში მთავარ როლს 64 წლის მსახიობი, იმელდა სტონტონი ასრულებს.

The Crown-ის მე-5 სეზონის პრემიერა ნოემბერში იგეგმება. მე-5 სეზონი 1990-იანი წლების მოვლენების შესახებაა, ხოლო მე-6 სეზონი 2000 წლის შემდგომ პერიოდზე მოგვითხრობს. როგორც ცნობილია, ფინალური სეზონისთვის პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის როლებზე მსახიობები უკვე შეარჩიეს.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია