პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი -კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, კობახიძემ დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის საუბრის ტონი ევროპული კულტურისთვის შეუსაბამოა.

„ის ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და საზიანოა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის შესახებ გაკეთებული განცხადებებისთვის“, – წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ის არათუ გვარამიასთან, არამედ არავისთან შესაშვები არ არის“.

ასევე ნახეთ

ირაკლი ოქრუაშვილი – თავისუფლება არ იზომება არც 20 000 ლარად, არც 50 000 ლარად და არც საზღვრის კვეთის აკრძალვად

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, აღკვეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია