პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე

კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კუბილიუსი პირადად არის ჩართული იმ კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, ამიტომ მას თავად აქვს ბოდიში მოსახდელი.

კუბილიუსი პირდაპირ არის ჩართული იმ კამპანიაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ქცევა „მეორე ფრონტად“. რა ამოძრავებს არ ვიცი, რა არის მისი მოტივაცია მე არ ვიცი, მაგრამ ამ კამპანიის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიედ, ის ნამდვილად არის. აქედან გამომდინარე, კუბილიუსს აქვს ბოდიში მოსახდელი ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე.

მე შეგახსენებთ, რა თქვა ვიოლა ფონ კრამონმა და თქვენ იმსჯელეთ – მან თქვა ასეთი რაღაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია და კონკრეტულად მისი ის ნაწილი, რომელიც ეხებოდა ივანიშვილის სანქცირებას, შემუშავდა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაც თქვა ვიოლა ფონ კრამონმა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ადამიანი. თავად განსაჯეთ, როდესაც ასეთ ბრალს უყენებ და უკადრებელს აბრალებ ამერიკელ პარტნიორებს, რა შეფასებას იმსახურებს ეს ქალბატონი“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია