პოლიტიკა

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით და ეროვნული ბანკის ჩართულობით მომზადებული სამი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებს და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებებს მოიცავს. 1700 გვერდიანი საკანონმდებლო პაკეტი 21 კანონში განსახორციელებელ ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტები და მათგან გამომდინარე ცვლილებები პარლამენტის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გააცნო.

კანონპროექტთა პაკეტით მომზადებული ცვლილებები SEPA-ში გაწევრიანების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მათში მოცემულია ის სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა შესრულების ვალდებულება ერთიანი ევროგადახდის სივრცეში გაწევრიანების მსურველ ქვეყანას აქვს.

ცვლილებების შედეგად იმ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ, საშუალება მიეცემათ, იმავე პირობებით, ტარიფებით და მარეგულირებელი ჩარჩოთი ევროში ოპერირება მოახდინონ. საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს როგორც მოქალაქეებს, ასევე ბიზნესს და ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების შემოდინებას.

ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრიანებისთვის მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია