პოლიტიკა

დენის შმიგალი – უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ორ წელიწადში გეგმავს

უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას ორ წელიწადში გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა იალტის ევროპული სტრატეგიის შეხვედრაზე განაცხადა.

უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინას აქვს ამბიცია, რომ ეს გზა ორ წელიწადში გაიაროს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანამ დაიცვა თავისი ცივილიზაციური არჩევანი და გააგრძელებს დასავლეთისკენ სვლას.

„ამ სისხლიანი ომის ორასი დღის შემდეგ მთავარი დასკვნა არის ის, რომ უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა. ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. ჩვენ გავიმარჯვეთ ევროპის სტრატეგიულ ვექტორში. რუსეთმა სტრატეგიულად წააგო. ისინი დარჩნენ თავიანთ არქაულ საბჭოთა მოდელში თავიანთი პროპაგანდით, იმპერიული ამბიციებით, რომელთა რეალიზების საშუალებას ცხადია, არ მივცემთ“, – თქვა შმიგალმა.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია