პოლიტიკა

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 100-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებებს ორივე მხრიდან 100-მდე ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

სომხეთმა განაცხადა, რომ მისი სულ მცირე 49 ჯარისკაცი დაიღუპა, აზერბაიჯანის ინფორმაციით კი, მისი დანაკარგი 50 ჯარისკაცს შეადგენს.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს საზღვართან მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებს.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ 13 სექტემბერს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვრის მახლობლად მდებარე პოზიციებიდან არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს, რომლებიც ლაჩინის რაიონში ახმედლის მიმართულებით მდებარეობს.

უწყების ცნობით, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა საპასუხო ზომები მიიღეს. სასაზღვრო ზოლში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარეც. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. უწყების ცნობით სიტუაციის სტაბილიზაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია