პოლიტიკა

თეთრი სახლი – აშშ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია

ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის ესკალაციით შეშფოთებულია, – ეს განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კიბრიმ გააკეთა.

მისი თქმით, ამერიკული მხარე აქტიურადაა ჩართული ძალადობის დასასრულებლად. კიბრი მოუწოდებს ორივე ქვეყნის ხელისუფლებას, კონფლიქტის დასასრულებლად დიპლომატიის გზას მიმართონ.

„სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ორივე ქვეყნის ლიდერს ესაუბრა და შეშფოთება გამოხატა სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით. ვაშინგტონი მოუწოდებს მხარეებს, აღადგინონ პირდაპირი საკომუნიკაციო არხები, როგორც დიპლომატიური, ასევე სამხედრო. მოვუწოდებთ მხარეებს თავშეკავებისკენ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა არ შეიძლება“, – განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია