პოლიტიკა

ბასილაშვილის ადვოკატი – ნელი დოროყაშვილი შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანია – ასი ათასობით დოლარი აქვს გატანილი ნიკოლოზის ანგარიშებიდან

ნიკოლოზ ბასილაშვილს მასზე არ უძალადია არც ამერიკაში, არც საქართველოში და არც არსად. ნელი დოროყაშვილი არის შურისძიების მოტივით შეპყრობილი ადამიანი და ყველანაირად ცდილობს ბასილაშვილს გაუნადგუროს კარიერა. შურისძიება უნდა იმიტომ, რომ ბასილაშვილს ჰყავს სხვა რჩეული, – ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა დოროყაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას საბანკო ბარათს უბლოკავდა. ადვოკატის განცხადებით, დოროყაშვილს ასი ათასობით დოლარი აქვს გატანილი ნიკოლოზ ბასილაშვილების ანგარიშებიდან.

„ქალბატონი ნელი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, რომ ამერიკის ეპიზოდი გაესაღებინა ისე, თითქოს მასზე ძალადობდა ნიკოლოზ ბასილაშვილი. დიახ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა მხოლოდ ის, რომ მასზე ბასილაშვილს არ უძალადია. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეწყდეს ეს სპეკულაციები, ცდილობენ საზოგადოებას თავი წარმოუდგინონ მსხვერპლად, ამ დროს ყველა ვხედავთ ვინ არის რეალური მსხვერპლი. ნელი დოროყაშვილს ჰქონდა სრული საბანკო მინდობილობა და სრულად ჰქონდა ბასილაშვილის ანგარიშების განკარგვის შესაძლებლობა. მას ასი ათასობით დოლარი აქვს გატანილი ნიკოლოზ ბასილაშვილის ანგარიშებიდან, ისე, რომ ნიკოლოზს ამაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს”, – აღნიშნა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ როდესაც რაიმე სახის კონფლიქტი მოხდებოდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბლოკავდა მის საბანკო ბარათს დასჯის მიზნით. „ბევრჯერ წამიყვანია ბავშვი ექიმთან, მივსულვარ სუპერმარკეტში, დამიდია ბარათი და ვერ გადამიხდია“, – განაცხადა ნეკა დოროყაშვილმა.

ასევე ნახეთ

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია