პოლიტიკა

21 სექტემბერს მახათას მთაზე სადღესასწაულო წირვაზე ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, – „მანუგეშებლის“ ასლს დააბრძანებენ

21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

„ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება. ამ დღეს მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში დაბრძანებული იქნება ათონის მთიდან ჩამობრძანებული ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის, – „მანუგეშებლის“ ასლი და აღვლენილი იქნება საზეიმო ლიტურგია.

წირვას ჩაატარებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად. წირვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ათონის მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი.

ლიტურგია დაიწყება 10:00 საათზე. ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს!“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

ღვთისმშობლის ხატის, – ,,მანუგეშებლის“ ზუსტი ასლი ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერების მიერაა დაწერილი. სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატის ასლი საქართველოში ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ეფრემმა დელეგაციის წევრებთან ერთად 15 სექტემბერს ჩამოაბრძანა.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია