პოლიტიკა

ჯო ბაიდენი: პანდემია დასრულდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის მიიჩნევს, რომ Covid-19-ის პანდემია დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს Covid-ის პრობლემა. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ ამ მიმართულებით, თუმცა პანდემია დასრულდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

14 სექტემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო არასდროს ყოფილა უკეთეს მდგომარეობაში COVID-19-ის პანდემიის დასასრულებლად, როგორც ახლა.

ასევე ნახეთ

საქართველოს საპატრიარქო – დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან

საქართველოს საპატრიარქო  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებთან დაკავშირებით, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია