პოლიტიკა

რუსეთმა უკრაინაზე საჰაერო უპირატესობა დაკარგა

რუსეთმა, ბოლო 10 დღის განმავლობაში, მინიმუმ ოთხი, ხოლო უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან, დაახლოებით 55 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ბრიტანულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსი პილოტების სიტუაციური ცნობიერება ხშირად მწირია“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში. ამასთან, უწყების განმარტებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ ზოგიერთმა თვითმფრინავმა გზააბნეულმა გადალახოს მტრის ტერიტორია და შემთხვევით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონებში აღმოჩნდეს.

„რუსეთის საჰაერო უპირატესობის მუდმივი შემცირება რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც უკრაინაში მისი ოპერაციული მოდელის სისუსტეს ამყარებს“, – იუწყება დაზვერვა.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია