პოლიტიკა

მარინა კალიურანდი – გთხოვთ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სამუშაო ჯგუფებში, ჩაერთეთ, გამოხატეთ თქვენი პოზიციები, დარწმუნებული ვარ, ამას ელოდება ქართველი ამომრჩეველი

გთხოვთ, იყავით ერთად, გთხოვთ, პარტიულ ინტერესზე მაღლა დადექით და დაიწყეთ თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულნი სამუშაო ჯგუფებში, გთხოვთ, ჩაერთეთ, გთხოვთ, შედით სამუშაო ჯგუფებში, გამოხატეთ თქვენი პოზიციები იქ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში შეხვედრებს მართავს.

ევროპარლამენტარის განცხადებით, „ქართულ ოცნებამ“ უნდა გააგრძელოს დაწყებული მუშაობა იმგვარად, რომ ყველა მონაწილე გრძნობდეს, მათ უსმენენ და მათი პოზიციები განხილულია.

ამასთან, მარინა კალიურანდის თქმით, საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის კარი ღიაა და ეს ყველაფერი ქართველი პოლიტიკოსების ხელშია.

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მე-11 სხდომაზე მრავალი საკითხი განვიხილეთ, თუმცა მთავარი პრიორიტეტი იყო საქართველოს მისწრაფება კანდიდატის სტატუსის მისაღებად და რეკომენდაციების შესრულება. გუშინ ვთქვი და დღეს კიდევ გავიმეორებ, გადაწყვეტილება რომ კანდიდატის სტატუსი გარანტირებული ყოფილიყო პირობებით, დანახული უნდა იქნას როგორც პოზიტიური ნიშანი. შესაძლოა, ქართველები იმედგაცრუებულები დარჩნენ, ადრეც მითქვამს,მეც გამიცრუვდა იმედი და თქვენი იმედგაცრუების მესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლებლობა არ არსებობს. შესაძლებლობა აქაა, საქართველოს ევროპული მისწრაფებისთვის კარი ღიაა და ეს ყველაფერი თქვენი და თქვენი პოლიტიკოსების ხელშია. გთხოვთ, იყავით ერთად, გთხოვთ, პარტიულ ინტერესზე მაღლა დადექით და დაიწყეთ თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებისთვის, რომელსაც, სურს რომ ევროკავშირის ნაწილი იყოს და იმსახურებს ევროკავშირის წევრობას. ასე რომ „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, გააგრძელოს დაწყებული მუშაობა იმგვარად, რომ ყველა მონაწილე გრძნობდეს, მათ უსმენენ, მათი პოზიციები განხილულია, რომ ისინი პროცესის ნაწილი არიან, ისე რომ ინკლუზიურობა არ იყოს მხოლოდ ქაღალდზე, არამედ რეალურ ცხოვრებაში. ჩემი გზავნილი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისადმი,ვინც ჩართულია სამუშაო ჯგუფებში არის, რომ გთხოვთ, ასე გააგრძელეთ. დემოკრატიულ საზოგადოებას სჭირდება ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების ხმა და ეს გაძლევთ შესაძლებლობას, გადაწყვიტოთ ქვეყნის მომავალი. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან ჩართულები სამუშაო ჯგუფებში, გთხოვთ ჩაერთეთ, გთხოვთ შედით სამუშაო ჯგუფებში, გამოხატეთ თქვენი პოზიციები იქ, რადგან დარწმუნებული ვარ, ამას ელოდება თქვენგან ქართველი ამომრჩეველი“, – განაცხადა კალიურანმდა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია