პოლიტიკა

„აზოვის“ პოლკის მეთაური და მისი მოადგილე რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ – ვიდეო

უკრაინული მედიის ცნობით, „აზოვის” პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი და უკრაინელი საზღვაო ქვეითების მეთაური სერგეი ვოლინსკი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ.

ტელეგრამარხებზე ვრცელდება ცნობა, რომ აზოვის მებრძოლები და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთში დააბრუნეს რუსი მფრინავები და ჯარისკაცები.

ასევე ვრცელდება ცნობა, რომ ტყვეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთს სავარაუდოდ, გადასცეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, უკრაინელი ბიზნესმენი და ვლადიმირ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი.

 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია