პოლიტიკა

ირანის ელჩს უკრაინაში აკრედიტაცია ჩამოართვეს

უკრაინამ ირანის ელჩის აკრედიტაცია გააუქმა და ირანის საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდებაზე პასუხია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა უკრაინაში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც განუცხადეს, რომ ირანული იარაღის მიწოდება რუსეთისთვის ეწინააღმდეგება ირანის ხელმძღვანელობის საჯარო პოზიციას ნეიტრალიტეტის, უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის პატივისცემის შესახებ.

“ასეთი არამეგობრული აქტის საპასუხოდ უკრაინულმა მხარემ გადაწყვიტა, უკრაინაში ირანის ელჩს აკრედიტაცია გაუუქმოს, ასევე მნიშვნელოვნად შეამციროს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს უკრაინელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ ჩამოაგდეს ირანული წარმოების რუსული დრონები, რომლებსაც რუსი სამხედროები ოდესაზე თავდასხმისას იყენებდნენ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია