პოლიტიკა

მარტვილში ჭყონდიდობას აღნიშნავენ

დღეს ჭყონდიდობაა. დავით აღმაშენებლის და მწიგნობართუხუცესის ხსენების რელიგიური და საერო დღესასწაული განსაკუთრებულად მარტვილში აღინიშნება.

დილიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, მოადგილეებთან, მარტვილის მერთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელი ძეგლი შეამკო. მთელი დღის განმავლობაში, განახლებული რეგიონების ფარგლებში რეაბილიტირებულ თავისუფლების ქუჩაზე, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ასევე ღონისძიების ფარგლებში მოხდება მარტვილის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.

გამოფენილია ხალხური რეწვის ნიმუშები. ადგილობრივებს და სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მეგრული კულინარიის მასტერკლასებში.

მარტვილში ჭყონდიდობის დღესასწაული აღნიშვნა საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყო. ღონისძიება საღამოს გელა გნოლიძის ღამის შოუს ბენდის კონცერტით დასრულდება.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია