პოლიტიკა

ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსი ჯარისკაცების წინაშე, რომლებიც ჩაბარდებიან, სამ პირობას დებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირობას დებს, რომ, ჩაბარების შემთხვევაში, უკრაინა რუსებს სამ რამეს ჰპირდება.

„ჯობს, არ აიღო გაწვევის წერილი, ვიდრე მოკვდე უცხო მიწაზე, როგორც ომის დამნაშავე, ჯობს კრიმინალურ მობილიზაციას გაექცე, ვიდრე დასახიჩრდე და მერე, აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის, პასუხისმგებლობა აიღო სასამართლოში. სჯობს, ჩაბარდეთ, ვიდრე ჩვენი იარაღით მოკვდეთ. უკრაინა სამი რამის გარანტიას აძლევს თითოეულ რუს ჯარისკაცს, რომელიც ჩაბარდება. პირველი, თქვენ მოგექცევიან ცივილიზებულად, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე, ვერავინ გაიგებს თქვენი ჩაბარების გარემოებებს, არავინ გაიგებს რუსეთში, რომ თქვენ ჩაბარდით ნებაყოფლობით. და მესამე, თუ რუსეთში დაბრუნების გეშინიათ და გაცვლა არ გსურთ, ჩვენ ვიპოვით გზას ამის უზრუნველსაყოფად“ – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია