პოლიტიკა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ ცეცხლი გახსნეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე კვლავ ცეცხლი გახსნეს. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 28 სექტემბერს საღამოს ექვსი საათიდან აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის აღმოსავლეთ, განლაგებული საბრძოლო პოზიციების მიმართულებით ნაღმმტყორცნებითა და მსხვილი კალიბრის იარაღით ცეცხლი გახსნეს. ერევანში აცხადებენ, რომ მათ საპასუხო ზომები მიიღეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა სხვადასხვა კალიბრის მცირე ზომის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის ნაწილებს კალბაჯარის რაიონის ალაგოლიარის მიმართულებით. მათივე თქმით, დაიჭრა აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია