პოლიტიკა

მედვედევი – ზელენსკის სურს, დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში, შესანიშნავი იდეაა, უბრალოდ ეხვეწება ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ „უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანების მოთხოვნა, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას აჩქარებს“.

„ზელენსკის სურს, დაჩქარებულად შევიდეს ნატო-ში. შესანიშნავი იდეაა. უბრალოდ ეხვეწება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დააჩქაროს მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ბიჭი აშკარად, გასულია“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“.

მედვედევი ასევე გამოეხმაურა, ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის სახელმწიფო გაქრება თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ.

„რა ცინიკური ბიჭია. თუ ომი არ შეწყდება უკრაინელების დიდი ნაწილი გაქრება“, – აცხადებს მედვედევი.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ, უკრაინის ნატო-ში დაჩქარებულად გაწევრიანებაზე განაცხადი შეტანის შესახებ დღეს განაცხადა.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია