პოლიტიკა

ლაშა ხუციშვილი: 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება

2023 წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მლნ ლარზე მეტით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, ასევე, 10%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები. ასევე, იზრდება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება 15-დან 18 ლარამდე.

„ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობას, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარამდე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია