პოლიტიკა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის საბჭომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიის ე.წ. შეთანხმებები დაამტკიცა.

რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში ხელი მოეწერა დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციის შეყვანის გადაწყვეტილებას.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და რეგიონების სეპარატისტმა ლიდერებმა ამ ე.წ. შეთანხმებას 30 სექტემბერს კრემლში მოაწერეს ხელი.

2 ოქტომბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ისინი ძირითადი კანონის შესაბამისად ცნო. 3 ოქტომბერს კი, ეს ე.წ. შეთანხმებები რატიფიცირებული იქნა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიერ. ანექსირების უკანონო შეთანხმებებით, რეგიონების საზღვრები, სხვა ქვეყნების ტერიტორიის მიმდებარედ, არის რუსეთის სახელმწიფო საზღვარი.

2026 წლის პირველ იანვრამდე ანექსირებულ ტერიტორიებზე იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის საკითხების მოსაგვარებლად. ამავე ვადაში უნდა გადაწყდეს ახალი რეგიონების ინტეგრაციის საკითხები რუსეთის ეკონომიკურ, ფინანსურ, საკრედიტო და სამართლებრივ სისტემებში, ასევე სამთავრობო ორგანოების სისტემაში. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ე.წ. შეთანხმებები ხელმოსაწერად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაეგზავნება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია