პოლიტიკა

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოში მივიდა

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა. 2-წლიანი სასამართლო განხილვების პარალელურად, ბასილაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა.

“როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ბასილაშვილმა.

დღეს პირველი სხდომა იქნება, რომელსაც სხდომათა დარბაზში როგორც ბრალდებული, ასევე დაზარალებული დოროყაშვილი დაესწრებიან.

ასევე ნახეთ

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ბიზნესმენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია