პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი – გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს საჭმელი მიუტანეს, თუმცა მიღებაზე უარი თქვა – თუ კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, დაიღუპება

გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი თქვა მიღებაზე. მედიკოსების ჯგუფები და ექიმები ღრმად შეშფოთდებიან, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ განაცხადა.

“ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ და ველოდებით ექიმი კობისთვის თანხმობას. სამედიცინო ექსპერტები მოთმინებით იცდიან კლინიკა “ვივამედის” შესასვლელში. იმედი გვაქვს, რომ ეს თანხმობა მალე გვექნება. ჩვენ დიდი ხანია, ძალიან მოთმინებით ვიცდით. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი თქვა მიღებაზე. მედიკოსების ჯგუფები და ექიმები ღრმად შეშფოთდებიან, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას.

ასე რომ ექიმებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ მოინახულონ ის, რადგან თუკი არ შეჭამს და შიმშილობას დაიწყებს, ის დაიღუპება”, – აღნიშნა მასიმო დანჯელომ

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია