პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ

6 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.

დავითაშვილი თავდაპირველად უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშით გამოვა, რის შემდეგაც კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა გაიმართება.

“მინისტრის საათი“ საპარლამენტო კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც მთავრობის წევრის მიერ წელიწადში ერთხელ პლენარულ სხდომაზე მისვლას და სამთავრობო პროგრამის შესაბამისი მიმართულების შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს.

მინისტრის მოხსენების შემდეგ კითხვა-პასუხისა და დებატების პროცედურა იმართება.

ასევე ნახეთ

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია