უკრაინის ხელისუფლების ცნობით,ქვეყნის არმიამ ლუგანსკის,ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში რამდენიმე დასახლებული პუნქტის გათავისუფლება მოახერხა.
როგორც ცნობილია,ლუგანსკის ოლქში გათავისუფლებულია სოფელი გრეკოვკა,რომელიც ხარკოვისა და დონეცკის რეგიონულ-ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს.ასევე გათავისუფლებულია ხერსონის რეგიონის სოფელი ტრიფონოვკა და ხარკოვის რეგიონის სოფელი გლუშკოვა.
ცნობისთვის, პირველი ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის არმიამ კონკრეტულად ხერსონის მიმართულებით, 29 დასახლება გაათავისუფლა.