პოლიტიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა უკრაინის დასახმარებლად დამატებით ორი მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ისაუბრა

  როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა,ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის არაფორმალური სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა,უკრაინის დასახმარებლად, უახლოეს დღეებში ორი მილიარდი ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარება გამოიყოფა.მოცემულ საკითხზე შეთანხმება ჯერ კიდევ ივნისში იქნა მიღწეული.

  „ომის დაწყებიდან ჩვენ უკრაინას 19 მილიარდი ევროს დახმარება გავუწიეთ, თუკი არ ჩავთვლით სამხედრო მხარდაჭერას. ამაში შედის კიდევ ორ მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარება, რომელიც გამოიყოფა უახლოეს დღეებში”, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა,ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – რუსები უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ ორბანმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია