პოლიტიკა
ოლენა ზელენსკა

ოლენა ზელენსკა-მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს ააშკარავებს

   ქალაქ ზაპოროჟიეზე განხორციელებული რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად,დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი,რასაც მსხვერპლი მოჰყვა.შემთხვევას უკრაინის პირველი ლედი,ოლენა ზელენსკა „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა,-„რუსული დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი, დაზიანდა ასევე კერძო სახლებიც. დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, დაშავდა 50, მათ შორის ბავშვები”, – წერს ოლენა ზელენსკა.

   მისივე თქმით,მოსახლეობის მკვლელობით რუსეთი თავის სისუსტეს ააშკარავებს და  ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.

   ცნობისთვის, რუსეთმა ზაპოროჟიეზე შეტევა 8-9 ოქტომბრის ღამეს დაიწყო და ქალაქის მიმართულებით ათამდე რაკეტა გაუშვა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია