პოლიტიკა

ბიზნესცენტრ King David-თან, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ბიზნესმენის ავტომობილის აფეთქება სცადეს

ბიზნესცენტრ “ქინგ-დევიდთან” სავარაუდოდ ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქება სცადეს. ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეტონიძე სახლიდან სტუმარს აცილებდა.

ბიზნესმენის ავტომობილი დამწვარია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მარლენ მეტონიძის სახელი 7 თვის წინ, “ლაგუნა ვერესთან” მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, მაშინ მეტონიძე დაიჭრა, მის ძმასა და დაცვას კი ბრალი წარედგინათ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.

ასევე ნახეთ

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს

ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ბიზნესმენი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია