პოლიტიკა

„ტვ პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან დავალიანების გადაუხდელობის გამო გაითიშა

„TV პირველი“, „ობიექტივი“ და „ერ ბი ჯი“ „სტერეო პლუსის“ მაუწყებლობიდან გაითიშა. „სტერეო პლუსის“ დამფუძნებლის, დავით ზილფიმიანის განმარტებით, მიზეზი დავალიანებაა, რომელიც ამ არხებმა გაფრთხილების მიუხედავად, არ გადაიხადეს. მან ასევე აღნიშნა, რომ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში 3 არხს მაუწყებლობა აღუდგება.

„გადაწყვეტილების მიღებაში მე არ ვმონაწილეობ. დავალიანების გამო გაეთიშათ მაუწყებლობა. სამივე ტელევიზიას გაეგზავნა გაფრთხილება, მაგრამ არ გადაიხადეს. იმედი მაქვს, გადაიხდიან და აღდგება მაუწყებლობა. ეს მაყურებლისთვისაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

ასევე ნახეთ

ნანუკა ჟორჟოლიანი მის არასრულწლოვან შვილზე გავრცებულ ინფორმაციას ეხმაურება

ნანუკა ჟორჟოლიანი მისი შვილის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. “რუსთავი 2”-მა ცოტა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია