პოლიტიკა

ვალერი ზალუჟნი – უკრაინელებმა ბოლო 48 საათში 11-დან 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს

  პოლონური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მეშვეობით უკრაინელებმა ბოლო 48 საათში 11-დან 9 ირანული დრონი ჩამოაგდეს,-ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლი, ვალერი ზალუჟნი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

  „ორი დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის ბრიგადებმა 11-დან 9 Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ეს ჩვენი მეზინეტეების ხარისხიანად მომზადების შედეგია, რომელსაც ჩვენი პოლონელი ძმები ატარებდნენ!პოლონეთმა მოგვცა სისტემები, რომელთა გამოყენებითაც საბჭოური რაკეტებით უკრაინა რუსეთის მიერ გაშვებულ ირანულ დრონებს აგდებს. მადლობა პოლონელ ძმებს!” -აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი,ვალერი ზალუჟნი.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია