პოლიტიკა

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის დასკვნითი საღამო და ლაურეატთა კონცერტი გაიმართა

  თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, პიანისტთა თბილისის მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის დასკვნითი საღამო და ლაურეატთა კონცერტი გაიმართა.

  კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 16 კონკურსანტი მონაწილეობდა. მათ შორის საქართველოს, უკრაინის, ისრაელის, ხორვატიის, კორეის რესპუბლიკის, იაპონიის, ჰონგ-კონგის, ბოლივიის, ჩინეთის წარმომადგენლები.კულტურის სამინისტრომ ნახევარფინალში სოლო პროგრამის საუკეთესო შესრულებისათვის პიანისტ ამაკო იუკს (იაპონია) მოოქრული ბრინჯაოს მცირე ქანდაკება „მუზა” გადასცა. აღსანიშნავია ისიც, რომ II ტურში სავალდებულო ნაწარმოებად შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ (სოსო) ბარდანაშვილის, მიერ საგანგებოდ კონკურსისთვის შექმნილი „სიმღერა აღსავალთა – Canticum graduum“.

 ცნობისთვის,პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი 1997 წელს დაარსდა და ოთხ წელიწადში ერთხელ, შესარჩევი მოსმენის შემდეგ, ოთხ ტურად იმართება. წელს ამ ღონისძიების 25 წლის იუბილე აღინიშნა.

ასევე ნახეთ

დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 14 …

ჩანთების ონლაინ მაღაზია