პოლიტიკა

დენის შმიგალი – უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება უკვე მიიღო

 როგორც  უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამში“ წერს, უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება უკვე მიიღო.

 „უკრაინამ მიიღო 1.3 მილიარდი დოლარის დამატებითი გადაუდებელი დაფინანსება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. თანხები მოხმარდება პრიორიტეტული საჭიროებების დაფინანსებას: თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, პენსიების გადახდას, სოციალურ პროგრამებს და ეკონომიკის მხარდაჭერას“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

 ცნობისთვის,საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, საერთო ჯამში, 2.7 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო.

ასევე ნახეთ

ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და დონალდ ტრამპს შორის პირველი შეხვედრა შედგა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველად, მარკ რუტე აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა. ამის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია