ბრიტანელმა მხატვარმა, დემიენ ჰირსთიმ ახალი პროექტის ფარგლებში საკუთრი ნახატების დაწვა დაიწყო,-ამის შესახებ ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ექსპოზიცია ჰირსთის NFT პროექტის ნაწილია, რომელიც მან ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო. მხატვარმა 10 ათასი ნახატი შექმნა, შემდეგ კი მყიდველებს, რომლებმაც NFT შეიძინეს, არჩევანის საშუალება მისცა, კერძოდ, ნამუშევრის ფიზიკურ ასლზე გადაცვლა ან ელექტრონული ვერსიის შენარჩუნება. ნახატებს, რომელთა მფლობელებმაც NFT-ს შენარჩუნება გადაწყვიტეს, ჰირსთი წვავს.
„ეს პროექტი ხელოვნებისა და ვალუტის საზღვრებს იკვლევს – როდესაც ხელოვნება იცვლება და ვალუტა ხდება და როდესაც ვალუტა ხდება ხელოვნება. დამთხვევა არ არის, რომ სახელმწიფოები ხელოვნებას იყენებენ მონეტებსა და კუპიურებზე. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ ფულის გწამდეს. ხელოვნების გარეშე რთულია რაღაცის გვწამდეს“, – აღნიშნავს დემიენ ჰირსთი.