პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული

  უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული. როგორც ცნობილია, რეზოლუციას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.

 უკრაინის დელეგაციის წევირის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია. გარდა ამისა, ევროპის საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება.

ასევე ნახეთ

ისრაელის თავდაცვის ძალები – მთელი ისრაელი ცეცხლის ქვეშაა

თელ-ავივსა და რამათ-განზე ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად 7 ადამიანია მსუბუქად დაშავებული, – ამის შესახებ განცხადებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია